შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 34 წლის ელგუჯა იარღანაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარღანაშვილმა 2009 წლის 8 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ კარალეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა საკუთარი ნახევარძმა, გურამ სუხიტაშვილი.
სუხიტაშვილი მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.