ავღანეთში ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის წარმოება წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრდა. ამის შესახებ გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.
არსებული ინფორმაციით, წარმოების შემცირება მცენარის ინფექციამ გამოიწვია, მიმდინარე წელს ოპიუმის მოსავალი 3,600 ტონას შედაგენდა, ხოლო 2009 წელს - 6,900 ტონას. მიუხედავად ამისა, ექსპერტები შიშობენ, რომ მომდევნო წლებში წარმოება კვლავ მოიმატებს, რადგან ოპიუმის ფასი იმატებს.
ცნობისათვის: ავღანეთი მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე დიდი მწარმოებელია. მსოფლიოში ოპიუმის წარმოების 90% სწორედ ავღანეთზე მოდის. შეგახსენებთ, რომ ოპიუმი ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის დამზადების უმთავრესი ინგრედიანტია.