სასტუმრო "რედისონში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ეუთოს სადამკვირებლო მისიის 30-გვერდიანი საბოლოო ანგარიში და რეკომენდაციები წარადგინა.
"ანგარიში ძირითადად დადებითი ხასიათისაა და პოზირუტად არის შეფასებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ადმინისრეაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გადადგა, თუმცა დაფიქსირებულია ხავეზებიც", _ განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.
"თვითმართველობის არჩევნებმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის თვალსაზრისით, თუმცა მნიშვნელივანი ხარვეხები კვლავაც გამოსასწორებელია, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩო , მისი იმპლიმენტაცია, არათანაბარი შესაძლებლობები და სააეჩევნო დანაშაულის ცალკეილი შემთხვევები. ხელისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალისხმევა არ დაიშურა პროაქტიურად მოეგვარებინათ პრობლემები. მიუხედავად ამისა, წინა არჩევნებში გამოვლენილი საზოგადოების ნდობის ხარისხი შენარჩუნდა დაბალ ნიშნულზე. გამსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა გაძლიერდეს მიღწეული წარმატება და განმტკიცდეს საზოგადოებრივი ნდობა შემდგომ საერთო-ეროვნულ არჩევნებამდე"-ნათქვამია დოკიმენტის ზოგად შეფასებაში.
2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის აეჩევნები ეუთომ რამდენი თვალსაზრისით შეაფასა.
სამართლებრივი საფუძვლების თვალსაზრისით: საარჩევნო კოდექსის საფუძვლიანად შესწორდა. 2009 წლის დეკემბერში გათვალისწინებუ იქნა OSEC/ODIHR -ის რეკომნდეციები, თუმცა ხმის უფლება და საარჩევნო სისიტემა ვერ უზრუნველყოფს ხმების თანაფარდობას.
საარჩევნო ადმინისტრაცა: ოპოზიციის მიერ წარდგენილმა წევრებმა პირველად აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნები, რამაც აამაღლა ჩართულობა და ნდობა.
ამომრჩრველთაA რეგისტრაცია: არჩევნებისათვის მზადების პერიოდში პოლიტიკუემა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება სიების აუდიტისათვის, ხოლო ამომრჩევლებს საკმარისი დრო მიეცათ სიაში საკუთარი მონაცენების გადამოწმებისათვის. სამხედროებსა და პოლიციელებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მსახურობენ, მონაწილეობის საკითხმა აზეთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
კანდიდატების რეგისტრაცია: კანდიდატების ფართო სპექრტმა ამომრჩეველს ფაეთო არჩევანის საშუალება მისცა, თუმცა რიგ ერთ მანდატთაA ოლქში შეზღუდული იყო კონკურენტების რაოდენობა.
არჩევნები დღე: სადამკვირებლო მისიის მიერ მონახულებული უბნების უმრავლესობაზე არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრის 13 მცდელობას, მრავალგზის ხმის მიცემას და სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობა.
შედარებით ნეგატიურა შეფასება მედიის და ხმების დათვლის თვალსაზრისით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედია საშვალებების მფლობელობა გამჭვირვალე არ იყო. ზოგი ხელისუფლებას თანაუგრძნობდა, ზოგი კი ოპოზიციას. საქართველოს საზოგადიებრივმა მაუწყებელმა წარმოადგინა კამპანიის ბალანსირებული სურათი.
ხმების დათვლის თვალსაზრისით აღნიშნულია, რომ ყოველი ხუთი დათვლიდან ერთი ცუდად ან ძალიან ციდად შეფასდა. ყოველ მეოთხე უბანს პრობლემა შეექმნა შემაჯამებელი ოქმების შედგენაზე.