6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ფილიპინებზე შენობების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
ამერიკის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა მინდანაოს კუნძულზე, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა.
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი.
ოქტომბერში ფილიპინებში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მათგან სამი, 6 მაგნიტუდის სიმძლავრეს აღემატებოდა. გახშირებულმა რყევებმა მოსახლეობაში პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია.
უკანასკნელი მიწისძვრა სამშაბათს მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა, ხოლო 8 ადამიანი გარდაიცვალა.