პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა, პარტია "სამართალი და სამართლიანობის" ლიდერი იაროსლავ კაჩინსი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მოუწოდებს "რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა" გაატარონ.
როგორც პოლონეთის ადგილობრივი მედია იუწყება, კაჩინსკიმ აღნიშნულის შესახებ წერილით ათამდე დიპლომატს და ევროპარლამენტის წევრებს მიმართა.
კაჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ ერთობლივად უნდა განახორცილონ რუსეთზე ზეწოლა.
მისივე მტკიცებით, რუსეთი ცდილობს პოლონეთის როლი ევროკავშირში შეამციროს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა რუსეთი მომგებიანი ბიზნეს პარტნიორია, მაგრამ "ამ ქვეყნის ხელისუფლება პატივს არ სცემს ღირებულებს და სტანდარტებს, რომელიც ევროატლანტიკური პოლიტიკის სფეროს შეესაბამება".