"ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა", - აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.
"ქვეყნის სამსახურში მყოფი ცუგები ბევრს შრომობენ. ხშირად, მათ შორ მანძილზე უწევთ მგზავრობა, რისთვისაც სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.
დამქანცველი მგზავრობის შესამსუბუქებლად ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა.
ამიერიდან, პოლიციელი ცუგები მისიას უფრო ყოჩაღად შეასრულებენ.
შეგიძლიათ, გამოიცნოთ, რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი მისია?", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.