ბათუმი ევროკავშირის პროგრამის "ჯანმრთელი გარემო და გადაადგილება ველოსიპედებით" ფარგლებში სპეციალურ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება და ორი დღის განმავლობაში, 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
მთელ მსოფლიოში, დასახლებულ ადგილებსა და ქალაქებში, ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გამოწვეული გარემოს დაბინძურების ხარისხი კრიტიკულ ზღვრამდე მიდის. სახელმწიფოთა უმრავლესობა მრავალი სახის სხვადასხვა აქციას ატარებს აღნიშნული ფაქტის შესამსუბუქებლად, მათი უმრავლესობა მოსახლეობას ისეთი სახის ტრანსპორტით გადაადგილებას ურჩევნ, რომელიც მექანკური ძრავის გარეშე იქნება.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხებია: გამოცდილებების გაზიარება, პროგრამის განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების გაცნობა, პროექტის მიზანშეწონილობის გარკვევა და პროექტთან დაკავშირებით, სპეციალური წინადადების მომზადება.