ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში". პოეტის, გარდა ამისა, გამოცემული აქვს წიგნები: "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია". 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში - ჟურნალ "დილას" მთვარი რედაქტორი, 1967-77 წლებში - ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში - საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ "დროშას" მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტი. 1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს.
ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში "ჭჰოს წჰო" (კემბრიჯი, 1999).