საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე კულტურულ თანამშრომლობას.
პრეზიდენტებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.