ვისოლის მიერ განახლებულმა ტორპედო ქუთაისმა 29 სექტემბერს ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე 2:1 ანგარიშით დაამარცხა ცხინვალის ‘სპარტაკი".
ორივე გოლი მოწინააღმდეგის კარში ლაშა კემუხტაშვილმა გაიტანა.
ახალი მწრვთნელითა და უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელებით გაძლიერებულმა ტორპედო ქუთაისმა მაღალი კლასის თამაში აჩვენა და 2 ოქტომბერს თბილისი "დინამოს" წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩის მოგებასაც გეგმავს.