ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა. გამოცხდებული იყო კონკურსი 3 საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ და ეფექტურად გააშუქებდნენ კინოფესტივალის მიმდინარეობას ინტერნეტსირცეში.
ფესტივალის განმავლობაში ბლოგერებს საშუალება ჰქონდათ, აეღოთ აკრედიტაცია, რაც საშუალებას აძლევდათ დასწრებოდნენ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას, ყველა პრესკონფერენციას და მასტერკლასს, ჩაეწერათ ფესტივალის ჟიურის წევრები, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი მენეჯმენტი კონკურსში გამარჯვებულად აცხადებს 4 ბლოგერს, რომლებმაც საუკეთესოდ იმუშავეს ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რაც გამოიხადებოდა ბლოგებზე პოსტების დადებით და Facebook-ზე/ Twitter-ზე სტატუსების განახლებით.
კონკურსში გამარჯვებული ბლოგერები არიან გოჩა გაბოძე - www.gabo.ge; ნინო ბექაური - www.hexsus.com; მარი კორინთელი - www.mariefille.wordpress.com; ნინი ოქროპირიძე - www.fsyche.wordpress.com
მომავალ წელს, კონკურსში გამარჯვებული ბლოგერები ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებენ. 2011 წელს შერჩეული ბლოგერების ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის წვეულებას და ისარგებლონ პრესაკრედიტაციის უფლებებით.