"ნელსონ მანდელას საერთაშოისო დღე" ყოველ წელს მის დაბადების დღეს 18 ივლისს აღინიშნება, ასეთი გადაწყვეტილბა ერთხმად მიიღო გეროს გენერალურმა ასამბლეამ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ნობელის პრემიის ლაურეატის, თავისუფლებისათვის მებროლი ნელსონ მანდელას უდიდესი წვლილი მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.
მანდელას მომავალ წელს 92 წელი უსრულდება. მან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით კეიპტაუნის ციხეში 27 წელი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ 1990 წელს ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩა. პრეზიდენტის თანამდებობაზე იგი მეორე ვადითაც აირჩიეს და 1999 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, ნელსონ მანდელა არის გაერთიანებული ერების უმაღლესი ფასეულობების ცოცხალი განსახიერება.