მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის საერთაშორისო ბრიტანელმა ტრენერმა მონიკა ქუარელმა 5-დღიანი სემინარი გამართა.
სწავლებაში კერძო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგი „გუნდური მუშაობის პრინციპები“ შემდეგ თემატიკას მოიცავდა: გუნდის ფორმირების ეტაპები და საფეხურები; გუნდური მუშაობის უნარების გამოვლენა; ჯგუფის საქმიანობის გაუმჯობესება ტრენინგის და განვითარების მეშვეობით; ჯგუფის წევრებთან სწორი ფორმით კომუნიკაცია; გუნდის შექმნა ადამიანების ეფექტური მართვისა და მოტივაციისათვის და სხვა.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მასშტაბურ გადამზადების პროგრამას. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადავამზადეთ განთავსების ობიექტების ასამდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ კერძო სექტორს სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ ტრენინგებს, რომ ტურიზმის სფეროში განავითარონ უნარ-ჩვევები ან შეიძინონ ახალი პროფესია", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.