აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი "MეტროHეალტჰ Mედიცალ ჩენტერ"-ის კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ რაც მან თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლივლენდის შტატში მიმავალ 85 წლის კარტერს აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა, რომელმაც იგი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
კარტერი კლივლენდში თავისი ახალი წიგნის "თეთრი სახლის დღიურის" პრეზენტაციაზე მიფრინავდა. იგი აშშ-ს პრეზიდენტი 1977-1981 წლებში იყო.
კარტერის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი კუჭის აშლილობა გახდა, მისივე ინფორმაციით ამჟამად კარტერი თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტი კარტერი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. აგვისტოს ბოლოს მან ჩინეთის ციხიდან ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება შეძლო, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის იყო დაკავებული.