პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ ერთი ლიდერი დაუღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "AFP" ავრცელებს.
გარდაცვლილი ეგვიპტელი შეიხ ალ-ფატახია, რომელმაც, სააგენტოს ინფორმაციით, პაკისტანში "ალ-ქაიდას" დაჯგუფების მეთაურობა თავისი თანამემამულის მუსტაფა აბუ ალ-იაზიდის დაღუპვის შემდეგ თავის თავზე აიღო. მუსტაფა აბუ ალ-იაზიდი ასევე უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის დარტყმის შედეგად მიმდინარე წლის მაისში დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავებს რეგულარული დარტყმები მიაქვთ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე. ისლამაბადს ამის გამო უკმაყოფილება არაერთგზის გამოუთქვამს, ვინაიდან ამ ავიადარტყმებს ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
მხოლოდ მიმდინარე წელს ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა 16-ჯერ განახორციელეს ავიადარტყმა ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანის ტერიტორიაზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოდან აშშ-ს უპილოტოების ავიაიერიშებს პაკისტანში 1,1 ათასი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის ბოევიკების რამდენიმე გავლენიანი ლიდერიც არის.
მასალის გამოყენების პირობები