პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. როგორც პროკორატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ.
„თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად, „ - წერია განცხადებაში.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ამავე განცხადებაში აღნიშნაულია, რომ საქართველოს პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე.