ჩრდილოეთ კორეის მმართველი შრომის პარტიის კონფერენციამ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაშტაბური იყო, ცენტრალურ კომიტეტში ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილი კიმ ჩენ უნი აირჩია. პარტიულ კონფერენციამდე კიმ ჩენ ირმა უმცროს შვილს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა და ის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ პროცესით ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების გადაცემის პირველი ეტაპი დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ირმა 2008 წელს ინსულტი გადაიტანა და უეცარი გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ მისი უმცროსი შვილი დაიკავებს ქვეყნის მეთაურის პოსტს. გარკვეული დროით კი მისი რეგენტის როლს კიმ ჩენ ირის სიძე ჩჯან სონ ტხეკა შეასრულებს.
ახალი მემკვიდრის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მისი დაბადების თარიღად 1983 ან 1984 წელი სახელდება. იგი სხვისი სახელით შვეიცარიის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.
რაც შეეხება კიმ ჩენ ირის უფროს შვილს, მის მიმართ მამის ნდობა ძალიან დაბალია. მიიჩნევა, რომ მასზე დიდია დასავლური კულტურის გავლენა.
შუათანა შვილს კი სპეციფიური დაავდება აქვს. მისი ორგანიზმი განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობის ქალურ ფერმენტებს გამომუშავებს და მამა მას ზედმეტად "ქალურად" მიჩნევს.