გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან არგადგომით საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, ეს იქნებოდა მისი პოლიტიკისთვის სწორი ნაბიჯი
"მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, ეს იქნებოდა მისი პოლიტიკისთვის სწორი ნაბიჯი და პოლიტიკური კარიერისთვის ის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა", - ამბობს კვირიკაშვილი.