ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუტები არ მუშაობს.
"ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, აი, სასამართლო, პარლამენტი, სხვადასხვა ინსტიტუტი თავის ფუნქციებს ასრულებდნენ, დღეს სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა საქართველოში", - თქვა კვირიკაშვილმა.