საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუდლაუგურ ტორ ტორდარსონს.
მინისტრები მიესალმნენ ისალნდიასა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლების განმალობაში დაფიქისრებულ წინსვლას, რაც გამოიხატა პრეზიდენტების შეხვდრაში და ასევე ისლანდიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის გრიგოლ მაჭავარიანისათის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებაში.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მიმართონ ძალისხმევა ისლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასააქტიურებლად და იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ორი ქვეეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე დაისახა.
გამოითქვა მზაობა გააქტიურდეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა და შესაბამისი ფორმატები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოსა EFTA-ს შორის თავისუაფლი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც კარგ საშუალებას იძლევა სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს გააქტიურებისა და ბიზნეს კავშირების განმტკიცბისთვის.