ბრანდერბურგის ეკონომიკური განვითარების სააგენტო აჭარის საინვესტიციო გარემოს სწავლობს. გერმანელი ინვესტორები აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ.
➡აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბრანდერბურგის ეკონომიკური განვითარების სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრას გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡ჯაბა ფუტკარაძემ გერმანელ ინვესტორებს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოში ბიზნეს საქმიანობის მექანიზმები, ქვეყნის ეფექტური საგადასახადო სისტემა, ლიბერალური საკანონმდებლო რეგულაციები და მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები გააცნო.
➡მხარეებმა აჭარაში სავაჭრო, ეკონომიკური, სამეწარმეო, საგანმანათლებლო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
➡ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, გერმანელი ინვესტორები ბათუმის პორტს ეწვევიან და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნობიან.