აშშ-ში რვა ჰაკერს დაუსწრებელად ბრალი წაუყენეს. ამერიკელი სამართალდამცავების მტკიცებით, ყალბი საბანკო ბარათების მეშვეობით, მათ გასული წლის ნოემბერში სხვადასხვა ანგარიშებიდან 9 მილიონ დოლარზე მეტი მოხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ატლანტის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ გამოაცხადა.
ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის პროკურორის სალი კუილიან იესტის განცხადებით, ბრალდებულებმა მოიპარეს ინფორმაცია შრომის ანაზურების ბარათებთან დაკავშირებით, რომელიც ატლანტაში მოქმედმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა "შოტლანდიის სამეფო ბანკს" ქონდა გაცემული.
44 ყალბი ბარათის მეშვეობით მათ მსოფლიოს 280 ქალაქში მილიონობით დოლარი გაინაღდეს.
გამოძიების მიერ დადასტურებულია, რომ 5 დამნაშავე არის ესტონელი, ერთი რუსი და ერთი მოლდოველი. კიდევ ერთი დამნაშავის მოქალაქეობა არ სახელდება.
ესტონეთის პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს 4 ეჭვმიტანილი. ხოლო აშშ-ს ხელისუფლებამ დაიწყო პროცედურა ერთ-ერთი მათგანის ესტრადაციასთან დაკავშირებით.