"ბარსელონას" თავდამსხმელი, არგენტინელი ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ფიფას დაჯილდოების ცერემონია მილანში ლა სკალას საოპერო თეატრში გაიმართა.
გასულ სეზონზე მესიმ 50 მატჩში 51 გოლი გაიტანა.
მესის გარდა ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ "იუვენტუსის“ თავდამსხმელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და "ლივერპულის" ფეხბურთელი, ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დეიკი.