რეკორდულად მაღალი, 45 გრადუსი ტემპერატურა, დაფიქსირდა კალიფორნიის შტატში. სიცხის შედეგად, ლოს ანჯელესის დასვლეთით, ტყეებში ხანძარი გაჩნდა. კალიფორნიის შტატში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა.
ლოს ანჯელესის ხელმძღვანელობამ ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა გასაგრილებლად პარკები და სხვა რეკრეაციული ობიექტები გამოიყენონ.
სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას კვირის ბოლოსთვის ელოდებიან.
ცნობისათვის: კალიფორნიის შტატში მსგავსი მაღალი ტემპერატურა (44 გრადუსი ცელსიუსით) ბოლოს 1990 წლის 26 ივნისს დაფიქსირდა.