საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ კუშნერმა ტელეკომპანია "RTL"-ის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა, თუმცა გაზეთი "Le Figaro"-ს ინფორმაციით, ფრანგმა დიპლომატმა ჟურნალისტს აღნიშნულის შესახებ "მიკროფონის გარეთ" განუცხადა.
"ვიცი, ვიცი, რომ უნდა წავიდე", - აღნიშნა მან.
როგორც კუშნერმა აღნიშნა, "უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან ურთიერთობა ძალიან რთული გახდა".
მისივე თქმით, ელისეის სასახლეში იღებენ გადაწყვეტილების ისეთ საკითხებზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა და აღარ თვლიან საჭიროდ კუშნერის საქმის კურსში ჩაყენებას.
ამასთან, კუშნერის თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებით ნიკოლა სარკოზის ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა.