ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა. ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა უმცროს შვილს კიმ ჩენ უნს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
ეს ფაქტი გახდა კორეის ლიდერის 27 წლის მემკვიდრის სახელის პირველი ოფიციალური გაჟღერება.
კორეის ლიდერმა სამხედრო წოდებით სულ 39 პირი დააწინაურა, მათ შორის საკუთარი და 64 წლის კიმ კენ ხი.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ კიმ კენ ხი ქვეყნაში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და სწორედ მას დაეყრდნობა მმმართველობის პირველ ხანებში ახალი ლიდერი. ამავე დროს არსებობს მოსაზრება, რომ ძალაუფლების ერთბაშად გადაცემა არ მოხდება, რადაგან კიმ ჩენ უნი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელია.
დღეს ჩრდილოეთ კორეაში შრომის პარტიის ყველაზე მაშტაბური კონფერენცია გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, კიმ ჩენ უნი მემკვიდრედ დასახელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ჯარმა კონფერენციის დელეგატებად მომქმედი ლიდერი და მისი მემკვიდრე დაასახელეს, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად არის მიჩნეული, რადგან ჯარის მხარდაჭერა ახალი ლიდერისთვის სასიციცხლოდ აუცილებელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით კიმ ჩენ ირმა 2008 წელს ინსულტი გადაიტანა და უეცარი გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ მისი უმცროსი შვილი დაიკავებს ქვეყნის მეთაურის პოსტს, ხოლო გარკვეული დროით მისი რეგენტის როლს კიმ ჩენ ირის სიძე ჩჯან სონ ტხეკა შეასრულებს.
ახალი მემკვიდრის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს. მისი დაბადების თარიღად 1983 ან 1984 წელი სახელდება. იგი სხვისი სახელით შვეიცარიის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.
რაც შეეხება კიმ ჩენ ირის უფროს შვილს, მის მიმართ მამის ნდობა ძალიან დაბალია. მიიჩნევა, რომ მასზე დიდია დასავლური კულტურის გავლენა.
შუათანა შვილს კი სპეციფიური დაავდება აქვს. მისი ორგანიზმი განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობის ქალურ ფერმენტებს გამომუშავებს და მამა მას ზედმეტად "ქალურად" მიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები