ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ესტონეთის პრეზიდენტმა რუსეთის მისამართით განაცხადა, რომ ნდობა, რომელიც გაეროს მიმართ მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხში, ყველა წევრ-ქვეყანას აკისრებს პასუხსიმგებლობას, თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისაგან სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმა გაეროს 65-ე ასამბლეის სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
საქართველოს შესახებ ილვესმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებების პროცესი, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ გაერომ, ევროსაბჭომ და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OშჩE) იმისათვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა მოხერხდეს.
"ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლების ცხელ წერტილებში შეღწევა უნდა მოვახერხოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დევნილებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ", - განაცხადა ილვესმა.