საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს.
"ჩვენი გუნდი აირჩევს მას, ვინც ყველაზე უკეთ შეძლებს გააერთიანოს ძალები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩანს, რომ ბევრი ეძებს ჯადოსნურ კანდიდატს, ჯერჯერობით, მე მას ვერ ვხდავ, თუმცა შესაძლოა, ის მალე გამოჩნდეს", - განუცხადა ლე პენმა ტელეარხ BFMTV-ს.
"თუმცა ყველა შემთხვევაში ვეუბნები ფრაგნებს, თუ არავინ გამოჩნდება, მე ყოველთვის აქ ვარ, რათა დავიცვა მათი ინტერესები", - აღნიშნა მან.
ლე პენის თქმით, 2022 წლის არჩევნებში ერთმანეთს გლობალისტები და ნაციონალისტები დაუპირისპირდებიან.
მარინ ლე პენი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 და 2017 წლების საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.