კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, "თიბისი ბანკი" თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო ტრენინგებს ჩაატარებს.
ტრენინგები საბანკო სწავლებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვისაა გამიზნული.
ტრენინგის მონაწილეები საბანკო სფეროში მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.
თითოეულ სასაწავლო ჯგუფში 30 დაინტერესებული პირი იქნება. ტრენინგი სულ 150 თელაველს ჩაუტარდება.
ტრენინგები ოქტომბრიდან დაიწყება და პირველი ეტაპი 2010 წლის ბოლოს დასრულდება.
მონაწილეები "თიბისი ბანკის" საკვალიფიკაციო სერტიფიკატებს მიიღებენ.
"ეს პროგრამა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის თანამშრომლობის Nნათელი მაგალითია. ამგვარი ტრენინგები დასაქმების სტიმულირებას ახდენს"-განაცხადა კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა.