ნიუ-იორკის ერთ-ერთი ციხის ზედამხედველმა ლატარიაში Pikers Island 54 მილიონი აშშ დოლარი მოიგო
34 წლის გარინ ფერონის განცხადებით, იგი არ აპირებს ციხეში სამსახურის მიტოვებას და ამ სასიხარულო ამბავის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღიან დასვენებას აიღებს.
ფორინის განცხადებით, იგი ლატარიის ბილეთებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს. ამჯერად, მას საერთოდ დაავიწყდა ბილეთის არსებობა და მხოლოდ გათამაშებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადაამოწმა ნომრები.
ფორენი აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის თუ როგორ დახარჯავს ამ ფულს, თუმცა სურვილი აქვს დიაბეტით დაავადებულ დედას იამაიკაში სახლი უყიდოს.
"აზრზე არ ვარ რას ვუზავ ამ ფულს. ეს იმდენად მოულოდნელია, თუმცა რამეს მოვიფიქრებ", _ განაცხადა ფერონმა.