მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 60 წლის შემდეგ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დათანხმდა გახსნას საკუთარი არქივები, რომელშიც მესამე რაიხის შესახებ საკმაოდ ბევრი საინტერესო მასალაა და, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს აშშ-ს დაზვერვისა და მთავრობის ურთიერთობას ნაცისტ დამნაშავეებთან.
"ჩვენ ვაცხადებთ დოკუმენტების 27 ათასი გვერდის გახსნის შესახებ", - განაცხადა აშშ-ს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა ალენ ვაინსტაინმა.
მისი თქმით, გრიფი საიდუმლო მოხსნილია 174 ე.წ. "სახელობითი საქაღალდიდან", რომელიც შეიცავს მესამე რაიხის ცალკეული პირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს და ასევე ინფორმაციებს სამხედრო დანაშაულებებზე.
ალენ ვაინსტაინის განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური წავიდა აშშ-ს დაზვერვის საქმიანობის და კერძოდ რიგი ოპერატიული საქმის გახსნაზეც.
თავის მხრივ, სენატორმა რესპუბლიკელმა მაიკლ დივაილმა განაცხადა, რომ დოკუმენტების განხილვა ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, კერძოდ კი ნაცისტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს და "ომის შემდგომ ეპოქაში აშშ-ს მთავრობსა და ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების ურთიერთობებს".