რთულმა კომპიუტერის ვირუსმა სახელწოდებით "სტაქსნეტმა", ირანის პირველი ბირთვული ატომური რეაქტორის თანამშრომელთა ომპიუტერებს ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ირანის ოფიციალური სააგენტო იუწყება.
პროექტის მენეჯერის, მაჰმუდ ჯაფარის თქით, ამის მიუხედავად, ბუშერის ელექტროსადგურის საოპერატორო სისტემას ვირუსი ვერ შეეხო".
ვირუსმა 30 ათასამდე პროვაიდერს ავნო, ეს ნიშნავს, რომ "ქვეყნის მიმართ ელექტრონული ომი" დაიწყო.
"სტაქსნეტი" "სიმენსის" სისტემების სისუსტეს ესხმის თავს, საიტები გამოიყენება წყალმომარაგების, სანავთობო, ელექტოროსადგურებისა და მართვის სხვა ცენტრებში.