ერთკვირიანი დასვენების შემდეგ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი შვებულებიდან დაბრუნდა. იური ლუჟკოვმა შვებულება ოჯახთან ერთად გაატარა ავსტრიაში, სადაც 74-ე წლისთავიც აღნიშნა.
როგორც ლუჟკოვის პრეს-მდივანი სერგეი ცოი აცხადებს, მერი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და გვიან ღამე დაასრულებს. იგი მოსკოვში იუნესკოს მსოფლიო მემორიალის გახსნაშიც მიიღებს მონაწილეობას.
პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ "დღევანდელი ორშაბათი" ლიშკოვისათვის საკუთარ პოსტზე ბოლო იქნება, რადაგან "მისი საკითხი გადაწყვეტილია".