27 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქვესადგურ "ზაჰესი 35"-ში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.