მექსიკის პოლიციამ დააკავა სოტო რეიესი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, სინაოლას ნარკოკარტელის ლიდერი. სოტო რეიესი მეტსახელად "ვეფხვი" 8 თანამზრახველთან ერთად, გვდალახარაში აიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სოტო რეიესს ყოველთვიურად აშშ-ში ნახევარი ტონა ნარკოტიკული საშუალება არალეგალურად გადაჰქონდა.
ცნობისათვის: სინაოლას კარტელი მექსიკაში ყველაზე ძლევამოსილი არაფორმალური დაჯგუფებაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში მექსიკელ სამხედროებთან ერთად, აშშ-ს შესაბამისი ორგანოებიც არიან ჩართულნი.