ჩილეში მიწისქვეშ მოყოლილ მაღაროელებს საგანგებოდ დამზადებული კაფსულა "ფენიქსით" ამოიყვანენ. "ფენიქსი" ჩილელმა ინჟინერებმა საგანგებოდ, მაღაროელების ევაკუაციისთვის დაამზადეს. კაფსულაში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა და შესაბამისად მაღაროელებიც მიწის ზედაპირზე სათითაოდ ამოვლენ.
როგორც ცნობილია, მაღაროელები მიწისქვეშ 700 მეტრის სიღრმეში იმყოფებიან შესაბამისად მათი ამოყვანის დროს არსებობდა კლაუსტროფობიის საშიშროებაც, თუმცა ინჟინრების განცხადებით, მათ ამ პრობლემაზეც იზრუნეს. კაფსულა ჟანგბადითაც მარაგდება.
ჩილეს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მაღაროელების ამოყვანა ოქტომბრის თვეში გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ სან ხოსეს მაღაროში ავარია 5 აგვისტოს დაფიქსირდა რის შემდეგადაც მოხდა მაღაროს ბლოკირება და მიწისქვეშ აღმოჩნდა 33 მაღაროელი. დაზარალებულები მიწისქვეშ, დედამიწის ზედაპირიდან 700 მეტრით დაბლა იმყოფებიან. მათ საგანგებოდ გაჭრილი არხით საკვები, წყალი, თამბაქო, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები მიეწოდებათ.