დიდი სოჭის ტერიტორიაზე, მთებში ვერტმფრენმა კ-32 ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დარყდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვერტმფრენს ადგილობრივი დროით 12:02 საათზე მაღალი ძაბვის ხაზების მოწყობილობები გადაჰქონდა, მოულოდნელად სიმაღლე დაკარგა და მთებში ჩავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და ერთი დაშავდა.