დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ ახალი ლიდერი აირჩია. მანჩესტერში გამართულ ყოველწლიურ პარტიულ კონფერენციზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით ლეიბორისტების ახალი ლიდერი ედ მილიბენდი გახდა.
პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად კენჭს იყრიდნენ _ საგარო საქმეთა ექს-მინისტრი დევიდ მილიბენდი, მისი ძმა ექს-მინისტრი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში ედ მილიბენდი, ბავშვების, სკოლებისა და ოჯახების საკითხთა ექს-მინისტრი ედ ბოლსი, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ექს-მინისტრი ენდი ბერმენი და ერთადერთი ქალი, შავკანიანი დეპუტატი დიანა ებოტი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი დევიდ მილიბენდი კონფერენციამდე პარტიის ლიდერის პოსტისდასაკავებლად ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნეოდა.
კენჭისყრის ბოლო ტურის წინ კონფერენციის მონაწილეებს უკვე მხოლოდ ძმებს შორის უწევდათ არჩევანის გაკეთება. დევიდ მილიბენდი უსწრებდა კიდეც უმცროს ძმას, თუმცა საბოლოო შედეგზე გავლენა პროფკავშირების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებამ მოახდინა, რომლებმაც ხმა ედ მილიბენდს მისცეს.
40 წლის ედ ბილიბენდი ხასიათდება, როგორც ანალიტიკური აზროვნების ადამიანი და კარგი ორატორი.