26 სექტემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული მაჭახლობა. ეს არის ტრადიციული სახალხო დღესასწაული, რომელიც იმართება მაჭახლის ხეობაში და მასში მონაწილეობენ: ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები, დაინტერესებული ტურისტები, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი.
დღესასწაული იწყება მაჭახელას თოფის მონუმენტიდან (მდ. მაჭახლისა და ჭოროხის შესართავში), გრძელდება სოფ. მაჭახლისპირში და მთავრდება სოფ. ზედა ჩხუტუნეთში. დღესასწაულის სტუმრებს ასევე შეუძლიათ იხილონ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.