ევროკავშირის TAIEX -ის პროექტის ფარგლებში აჭარას ინგლისელი ექსპერტი ეწვია. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭრის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, TAIEX -ის პროექტის ფარგლებში რეგიონს ერთკვირიანი ვიზიტით ინგლისელი ექსპერტი ედუარდ ქური ეწვია, რომლის ვიზიტის მიზანია რეგიონის აგრარული სექტორის გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება დარგის სტრატეგიის სრულყოფის მიზნით.
ექსპერტმა რეგიონში მოქმედი აგროსასურსათო საწარმოები მოინახულა და შეხვდა რეგიონის ფერმერებს.
ექსპერტმა ქედის მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობა შპს ",აკავრეთა 2007'' და ვენახის ნაკვეთები დაათვალიერა, იმავდროულად ხულოს მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავლის აღებას დაესწრო.