ყაზახეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელი, კანატ საუდაბაევი ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს 65-ე ასამბლეი ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. როგორც ყაზახეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, საუდაბაევმა ბარაკ ობამა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სახელით, 1-2 დეკემბერს ასტანაში დაგეგმილ ეუთოს სამიტზე დაპატიჟა.
ცნობისათვის: ეუთოს სამიტზე, სადაც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ სამიტზე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხსაც განიხილავენ.