ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მეტსახელად "დედ ჰასანი" ბოტკინის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ასლან უსოიანს 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. იგი სნაიპერული შაშხანის გამოყენებით დაჭრეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უსოიანი ჭრილობის შედეგად დაიღუპა, თუმცა კრიმინალური ავტორიტეტი გადარჩა.