აშშ-ის კონგრესმენების, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელების ალისონ შვარცის (დემოკრატიული პარტია) და ბილ შუსტერის (რესპუბლიკური პარტია) ინიციატივით გავრცელდა სპეციალური განცხადება, რომელშიც აშშ-ს კონგრესმენები თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ ეკვადორის გადაწყვეტილებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თაობაზე. მათ ოფიციალური წერილით მიმართეს აშშ-ში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის, ევროკავშირის, ნატოს და გაეროს წევრი ქვეყნების მიერ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებულია როგორც სუვერენული საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ეს საერთაშორისო შეთანხმება ოფიციალურად არის დაფიქსირებული გაეროს უშიშროების საბჭოს უამრავ რეზოლუცაში.
`არ არსებობს რაიმე კანონიერი საერთაშორისო შეთანხმება ან პრეცენდენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვიხილოთ ეს ტერიტორიები როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება იქნება უხეში დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის, ასევე გაეროს ქარტიით განსაზღვრული პრინციპებისა და უფლებების~ _ აღნიშნავენ წერილის დასასრულს ამერიკელი კონგრესმენები.