მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 65-ე გენერალურ ასამბლეაზე მშვიდობიანი და გაერთიანებული კავკასიის შექმნის ხედვა წარმოადგინა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოცნება მშვიდობიანი, უსაფრთხო და გაერთიანებული კავკასიის შესახებ განხორციელდება.
"პუშკინის, ლერმონტოვისა და ტოლსტოის დროიდან მოყოლებული დღემდე, კავკასიის მთები ყოველთვის იყო ველურობის და პარადოქსების სიმბოლო. ეს იყო რეგიონი, სადაც პიროვნებები და მათი სულები ფუნდამენტურად თავისუფალი, მაგრამ მოქალაქეები პოლიტიკურად დაჩაგრული იყვნენ; სადაც ხალხი და კულტურა ღრმად შემწყნარებლური იყო, მაგრამ ხელისუფლებები და მთავრობები ხელოვნურ გამყოფებს ქმნიდნენ; სადაც მწყემსებს შეეძლოთ 5 ათასმეტრიანი მთების გადალახვა, მაგრამ მმართველები აგებდნენ ისეთ კედლებს, რომლის გადალახვაც არავის არ შეეძლო", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ "ეს დრო ისტორიას ბარდება, მაგრამ ერთიანობასა და მშვიდობის ოცნება შესძლებელია".
"დაგვეხმარეთ ჩვენ, ვუზრუნვევყოთ მშვიდობა საქრთველოში და ჩვენს რეგიონში. ჩვენ ქართველებს კარგად გვახსოვს როგორ შეიძლება გაიყნული კონფლიქტები გადაიქცეს ცხელ წინააღმდეგობად. თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება.
დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა.
ყველას აინტერესებს სტრატეგიული რეგიონი, ცივილიზაციების გზაჯვარედინი უფრო სტაბილური, წარმატებული და გახსნილი იხილოს.", _ განაცხადა პრეზიდეტმა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ისტორიის მაგალითები მეტყველებენ, რომ მამაც ლიდრებს შეუძლიათ მშვიდობის უზრუნველყოფა და კონფლიქტების მოგვარება.
"ისტორიამ გვასწავლა, რომ ომები, შესაძლოა, სწრაფად დაიწყოს, მაგრამ მამაც ლიდერებსაც შეუძლიათ მშვიდობის დაცვან იქ და მაშინ, სადაც ვერავინ წარმოიდგენდა კონფლიქტის მოგვარებას. ისტორიამ გვასწავლა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს გახლეჩილ და სიძულვილით დაღლილს რეგიონებს, დაწყებული ევროპით, თანამშრომლობის, ურთიერთდამოკიდებულებისა და გაერთიანების გზით შეუძლიათ ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიონ. ღრმად მწამს, რომ საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს. აი, რას მოგიწოდებთ დღეს. ჩვენ ზემოქმედების თვალსაზრისით ერთნაირი ისტორია გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ღრმა, ძლიერი და დაუმარცხებელი სწრაფა გვაერთიანებს თავისუფლებისაკენ. მოდით ვისაუბროთ ამ მისწრაფებაზე. ჩვენი რეგიონი ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, თუკი ის არ იქნება ერთიანი. ეს, რასაკვირველია, თითოეული ჩვენთაგანისაგან დიდ ძალისხმევას და ქმედებას მოითხოვს, მაგრამ მიზანი ყოველგვარ მსხვერპლზე უფრო ძვირფასია", _ განაცხადა პრეზიდნეტმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა დიდი ხნის წინათ ევროკავშირის შემთხვევაშიც მოხდა. "ამ ორგანიზაციასთან - საოცარ გეოპოლიტიკურ რევოლუციასთან შეერთება ჩვენი დიდი სურვილია. კავკასიის გაერთიანებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება".
"ჩემი დაბადების ადგილი და ჩვენი დედაქალაქი თბილისი ყველა რელიგიისა და სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს აერთიანებს კავკასიიდან. ამასთან ერთად, ეს ხალხი ტოლერანტულობისა და თანამშრომლობის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ.
ჩვენ ლიდერებმა ამ ხალხის თანაცხოვრების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ და გეოპოლიტიკურ მოვლენად გარდავქმნათ. ჩვენი ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და და კიდევ ერთხელ, არ ვაპირებთ არანაირი საზღვრების შეცვლას", _ განაცხადა პრეზიდენტმმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა სახელმწიფოს შვილები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ვიყოთ და ვცხოვრობდეთ მთების სხვადასხვა მხარეს, მაგრამ ადამიანებისა და მათი კულტურების გათვალისწინებით არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია. არის მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ცივილიზაციას და ეკუთვნის ევროპას. და ჩვენ ქართული გზით ერთ დღეს თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს.
"ჩვენ კავკასიელებს, რომელთაც განადგურების ლეგიტიმური თუ წარმოსახვითი საფრთხე ელოდებოდათ ერთმანეთისგან თუ სხვა ძალებისგან, ხშირად იმედი გვქონდა, რომ მეზობელი იმპერიები დაგვიცავდნენ. უცხოეთისგან თავშსაფრის მგზნებარედ ძიებამ დამორჩილებამდე, ანექსიამდე და ასიმილაციამდე მიგვიყვანა.
ამან საშუალება მისცა უცხოელ ლიდერებს ხელოვნურად გაეძლიერებინათ ჩვენი დაყოფა. ჩვენ, კავკასიელებს მსგავსი შეცდომები ადრეც დაგვიშვია ჩვენი ისტორიის განმავლობაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდეტმა აღნიშნა, რომ ახლა ცვლილებების დროა და საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა.
"დროა, ერთად დავდგეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ გადარჩენასა და წინსვლაში. მუდმივად არ უნდა ვეძებდეთ გარედან დახმარებასა და ხელშეწყობას. დროა მივხვდეთ, რომ ჩვენს რეგიონს ყველა ჩვენგანისათვის ხელსაყრელი რესურსები და პოტენციალი გააჩნია. დროა დავეყრდნოთ საკუთარ თავს, ჩვენი მოქალაქეების ადამიანურ პოტენციალს, განვავითაროთ განათლების საკუთარი სისტემა და თავადვე მოვახდინოთ ჩვენი განვითარების ორგანიზება. კავკასია მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია. დროა გამოვავლინოთ, რომ ჩვენი წინაპრების ენერგია მხოლოდ შორეული წარსულის კუთვნილება არაა და გვაქვს რაღაც, რისი მიცემაც ჩვენი შვილებისა და მსოფლიოსათვის შეგვიძლია. დროა შვწყვიტოთ ბრძოლა და ერთმანეთის დასუსტება. ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთიანობაშია.
ქალბატონებო და ბატონებო, გაერთიანებისა და მშვიდობის დროა.
დროა შვწყვიტოთ წარსულის ტყვეებად ყოფნა და საერთო მომავლისაკენ დავიძრათ.
წარსულში ქართველებს ოსმანთა იმპერიასთან საზღვარი აბსოლუტურ საფრთხედ მიაჩნდათ. დღეს ჩვენ პასპორტებისა და ვიზების გარეშე შეგვიძლია ერთმანეთთან მიმოსვლა. თურქეთთან დღეს გვაქვს საერთო აეროპორტი, თავისუფალი ვაჭრობა და ძალზე მეგობრული ურთიერთობა. ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას პასპორტების გარეშე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დროა მავთულხლართები და ჯებირები - ღია საზღვრებითა და პასპორტისაგან თავისუფალი საბაჟოებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკები - გაერთიანებული სკოლებითა და უნივერსიტეტებით, კალაშნიკოვი - კომპიუტერებით, ჭურვები კი წიგნებით, რადიოებითა და ტელევიზორებით ჩანაცვლდეს.
"2008 წელს ათასობით ტანკმა და ჯანვშანტრანსპორტიორმა, ჯარებმა და გასამხედროებულმა დაქირავებულებმა კავკასიის მთები გადაკვეთეს. მათ ნგრევა, სიკვდილი და სიძულვილი მოიტანეს. ახლა კი დროა ხორცი შევასხათ თავისუფლებისა და ერთიანობის იდეებს. იმ იდეებს, რომელთა განხორციელებაზეც ვლოცულობთ. ჩვენ გვსურს გადავლახოთ იგივე მთები, ოღონდ ამჯერად იმედის, სიცოცხლის და თვით სიყვარულის მოსატანად. ახლა, როდესაც მე ვლაპარაკობ, ასობით ტანკი და იარაღის გადამზიდი კავკასიაში ბეტონდება. თუკი ჩვენთვის ვიქნებით, ერთმანეთისაგან იზოლირებული და გათიშული, ისინი გვაჯობებენ. თუკი ყველა ადამიანი მეზობელს ჩაჰკიდებს ხელს, თუკი ათობით მილიონი მშვიდობიანი ადამიანი ერთმანეთის მხარდამხარ დადგება ისე, როგორც კავკასიონის მთები, მაშინ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს გაწყვიტოს ადამიანთა გაღვიძებული სულების ჯაჭვი და დააცხროს თავისუფლების დაუძლეველი წყურვილს", _ აღნიშნა თავისი გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა.