უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიიჩნევს, რომ ყირიმში მდგარი რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილურობის დამრღვევის ფაქტორს წარმოადგენს.
"ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არსებობამ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვია", _ აცხადებს იუშჩენკო და დასძენს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკრაინის ტერიტორია 2017 წლის 28 მაისამდე უნდა დატოვოს, სწორედ იმ ვადაში რომელიც უკრაინა-რუსეთის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
"ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტეროტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები", _ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, სწორედ ეს მდგომარეობა არის მისი პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ამ საკითხში.
შეგახსენებთ, რომ უკრაისა და რუსეთს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმში 20 წლის ვადით ანუ 2017 წლამდე უნდა იდგეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც მის გაგრძელებას შესაძლებლად ხდის. უკრაინის ხელისუფლება კი ამ ხელშეკრულების გაგრძელების წინააღმდეგია.