საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. წელს, ევროპაში ეს სიცხის რიგით მე-2 ტალღაა. ღვინის საერთაშორისო დედაქალაქში, 2003 წლის 40.0 C რეკორდული ტემპერატურა სამშაბათს დაფიქსირებულმა 41.2 C -მა გადაფარა.
მეტეოროლოგები ამ კვირაში დასავლეთ ევრიოპის ტიროტიაზე, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში რეკორდულ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
მსოფლიო მეტეოროლოგური ორგანიზაციის სპიკერის განცხადებით, ეს პროცესი არის „კლიმატის ცვლილების სიმბოლო“, რომელიც დროთა განმავლობაში შეუქცევადი პროცესების სახით ჩამოყალიბდება.
პარიზის მეტეოროლოგიური საგურის განცხადებით, ამ კვირაში 1747 წლის რეკორდის, 40.4C-ის გადაჭარბებას ელოდებიან.
მეტეოროლოგების განცხადებით, საფრანგეთში სიცხის რეკორდულმა რაოდენობამ შესაძლოა 2003 წლის ტრაგედია გაამეოროს, როდესაც მომაკვდინებელ სიცხის ტალღებს ქვეყანაში 15 000, ხოლო მთლიანად ევროპაში- 35 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.