როდესაც მოისმენთ, რომ მაროკო აპირებს გახდეს მსოფლიოს ლიდერი განახლებადი ენერგიის წარმოებაში, არ გეგონოთ რომ ტყუილია,- ამის შესახებ CNN-ი წერს.
Formula ePrix-ის მასპინძლობასთან ერთად, მაროკო მზის პანელების ყველაზე დიდი "ფერმის" მფლობელია.
3000-ზე მეტ ჰექტარზე, დაახლოებით 3500 ფეხბურთის მოედნის ზომის სივრცეზე „ნურის ქუარზაზეიტის კომპლექსი“ აწარმოებს იმდენ ენერგიას, რომ დააკმაყოფილოს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ან მარაკეშზე ორჯერ დიდი ქალაქი.
კომპლექსი, რომელიც "საჰარას" უდაბნოს დასაწყისში მდებარეობს, 580 მეგავატ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს, რაც დედამიწას 760,000 ტონა ნახშირბადის ემისიისგან იცავს.
მაროკოში, 2020 წლისთვის ყველაზე ამბიციური გეგმა აქვთ. მათ სურთ ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 42 პროცენტი სწორედ განახლებადი ენერგიით, მზის პანელებისგან მიიღონ. განახლებადი ენერგია, ამჟამად, მაროკოში ელექტრო ენერგიის მოხმარების 35%-ს იკავებს.
გარდა ყველაზე დიდი ზომის განახლებადი ენერგიის მოპოვების "ფერმისა", აფრიკაში ყველაზე მაღალი, 243 მეტრის სიმაღლის კოშკი სწორედ „ნური ქუარზაზეიტის“ კომპლექსის ცენტრშია განთავსებული. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, კოშკზე მოთავსებული ცილინდრი სავსეა მარილით, რომელსაც გავარვარებული მზის პანელები ღამით ადნობენ. დღე-ღამის იმ პერიოდში, როდესაც მზის პანელები ენერგიის დაგროვებას ვერ ახერხებენ, ქარხანა ამ მეთოდით 3 საათის საკმარ ელექტრო ენერგიას მაინც გამოიმუშავებს.
CNN-თან საუბარში მაროკოს მთავრობის ლიდერი აღნიშნავს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა გახდება პირველი მთელს მსოფლიოში, რომელიც ელექტრო ენერგიის მოპოვებისა და მოხმარების ერთადერთ წყაროდ განახლებად ენერგიასა და მზის სისტემებს აითვისებს, რაც დედამიწის ნახშიბადით დაბინძურებას 3 მილიონი ტონით შეამცირებს.