ENG / RUS       12+

რა არის „ფეიკ ნიუსი“ და როგორ აღმოვაჩინოთ ის

ინფორმაციის ის ნაკადები, რომლებსაც ადამიანები დღის განმავლობაში ეცნობიან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებითა და მეტწილად სოციალური ქსელების მეშვეობით, შესაძლოა, აღმოჩნდეს ყალბი და სინამდვილესთან საერთო არ ჰქონდეს. ჩვეულებრივ, .. „ფეიკ ნიუსები", რომლის თვითმიზანი თავისთავად მკითხველის მოტყუება, შეცდომაში შეყვანაა, ხშირ შემთხვევაში სცილდება ამ ლოკალურ მიზნებს და შეუძლია პოლიტიკური დღის წესრიგის დაყენება, შეცვლა და მოსახლეობაში საყოველთაო დაბნეულობის გამოწვევა. ხშირად, გამოგონილი, .. „ფეიკ ნიუსების" გავრცელება შესაძლოა კომერციულად მომგებიანი იყოს ზოგიერთი ონლაინ გამოცემისთვის, რომლებიც ამ გზით, გარკვეული რაოდენობის მკითხველის მოზიდვას ახერხებენ.

"ფეიკ ნიუსის ძალანეგატიურ გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არამედ საერთაშორისო წესრიგზეც. ამის ნათელ მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ კრემლის მიერ განხორციელებული ქმედებები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად და თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის რეპუტაციის შელახვისთვის.

ბუნებრივია, რუსეთი და კრემლი შემთხვევით არ არის ნახსენები, რადგან ბოლო წლებშიფეიკ ნიუსები" რუსული სპეცსამსახურებისთვის მიზნის მიღწევის ერთ-ერთსაუკეთესო" იარაღად არის ქცეული.

მედიაექსპერტების განმარტებით, "ფეიკ ნიუსს" სამი რამ ასულდგმულებს. ესენია: უნდობლობა, დეზინფორმაცია და მანიპულირება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვახერხოთფეიკ ნიუსების" იდენტიფიცირება. როდესაც საქმე ეხება ყალბი, არასწორი ინფორმაციის შინაარსის შეფასებას, ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი ინფორმირებულობა და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიების უნარებია.

ქვემოთ განხილულიაფეიკ ნიუსის" რამდენიმე ტიპი:

"დაკლიკების" ეფექტი

ამ ტიპისფეიკ ნიუსები" შეიცავს სხვადასხვა ისტორიას, რომლიც მიზანმიმართულად არის შეთითხნილი ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობის მოსაპოვებლად, რაც თავისთავად შესაძლოა, ინფორმაციის გამავრცელებლისთვის სარეკლამო შემოსავლების წყაროდ იქცეს. ასეთ დროს, გამოცემები იყენებენ ემოციურ სათაურებს, სათაურებს, რომლებიც არ არის ბოლომდე დასრულებული და ინტერესს იწვევს მკითხველში, რომ ეწვიოს ვებგვერდს უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არის შეთითხნილი, მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და შესაბამისად, სანდო წყაროც არ არის მითითებული.

პროპაგანდა

ისტორიები, რომლებიც შექმნილია აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანისთვის და შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრზე, შექმნას და შეცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი

სატირა/პაროდია

ბევრი საინფორმაციო ვებგვერდი და სოციალური მედიის ანგარიშები აქვეყნებენ სხვადასხვაფეიკ ნიუსს", რომლებიც შეიცავს გასართობ და პაროდიულ ინფორმაციას.

დაუდევარი ჟურნალისტიკა

ზოგჯერ ჟურნალისტები და მედიასაშუალებები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომლებიც არ არის სანდო წყაროსგან მოპოვებული და მასში მოცემული ყველა ფაქტი არ არის სათანადოდ გადამოწმებული იმისთვის, რომ თავიდან აცილებული იყოს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა.

"მაცდური" სათაურები

ამ ტიპისფეიკ ნიუსები" შესაძლოა მთლიანობაში არ იყოს ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, მაგრამ დამახინჯებული იყოს სენსიტიური სათაურებით. საქმე გვაქვს სიუჟეტებთან, სადაც სათაური არ ასახავს გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ტიპის სიახლეები სწრაფად ვრცელდება სოციალური მედიის საშუალებით, სადაც მხოლოდ მოკლე სათაურებია წარმოდგენილი და იწვევს მკითხველს სრული ინფორმაციის გასაცნობად.

 

როგორ აღმოვაჩინოთფეიკ ნიუსები"?

ქვემოთ განხილულია რამდენიმე მარტივი ხერხი თუ როგორ აღმოვაჩინოთფეიკ ნიუსები":

დაკვირვება - ინფორმაციის გაცნობისას, აუცილებლად გადაამოწმეთ გავრცელებული ინფორმაციის წყარო, ვებგვერდის წარმომავლობა, არის თუ არა მითითებული წყარო სანდო და გაიგეთ მეტი ინფორმაციის ავტორის შესახებ;

გაიხედეთ სათაურის მიღმა - არ ენდოთ მხოლოდ სათაურს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად სკანდალურია და გულდასმით წაიკითხეთ მთელი სტატია;

მოიხმეთ ალტერნატიული წყაროები - გადაამოწმეთ ამა თუ იმ ინფორმაციას ავრცელებს თუ არა სხვა რომელიმე ალტერნატიული და დადებითი რეპუტაციის მქონე საინფორმაციო საშუალება. ნახეთ, თავად ამ სტატიაში არის თუ არა მოშველიებული რომელიმე სხვა წყარო და თავად ამ წყაროს სანდოობაც შეამოწმეთ;

გადაამოწმეთ ფაქტები - სტატიაში მითითებული ფაქტების გადამოწმებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავსფეიკ ნიუსების" გამოაშკარავების საქმეში. ხშირ შემთხვევაშიფეიკ ნიუსებში" დამახინჯებულია ფაქტები, მოვლენები და თარიღები, რომლის გადამოწმებაც მარტივია. გადაამოწმეთ, ასევე გავრცელებული ინფორმაცია მიმდინარე ამბავია თუ უკვე კარგად დავიწყებული ძველი;

შეამოწმეთ ხართ თუ არა მიკერძოებული - შეამოწმეთ თქვენი პირადი მოსაზრებები და შეხედულებები გავლენას ხომ არ ახდენენ გავრცელებული ინფორმაციის განსჯისას;

ეს ხუმრობაა? - სატირულ-იუმორისტული საინფორმაციო საიტები ხშირია ინტერნეტ სივრცეში და ხშირად მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ ხუმრობაა ან პაროდია. გადაამოწმეთ ინფორმაცია სერიოზულ გამოცემებში.