BBC-ის ჟურნალისტის სტივ როზენბერგის საგამოძიებო ფილმმა დაადგინა, რომ რუსული მედია და მაღალჩინოსნები საქართველოში მდებარე, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და სახელისუფლებო მედია ამტკიცებდნენ, რომ ლაბორატორიაში საქართველოს მოქალაქეებს გადაუმოწმებელი პრეპარატები გადაეცათ, რის შედეგადაც მათი ნაწილი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ამ ე.წ. რუსული ნარატივის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე იყო, რომელიც რუსულ მედიასთან ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, გარდა იმისა, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზეც მუშაობდნენ. იგორ გიორგაძე თავის განცხადებებში ასევე აღნიშნავდა, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს უქმნიდა რეგიონს და მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ი მოუწოდებდა რუსეთს, შეეწყვიტა დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც სავარაუდოდ სოლსბერიში მომხდარი ინცინდენტიდან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავდა მიზნად.
საგამოძიებო ფილმის მომზადებისას, ჟურნალისტი სტივ როზენბერგი იმყოფებოდა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიასა და მოსკოვში. ის შეხვდა იგორ გიორგაძეს და ინტერვიუ ჩაწერა მასთან. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ლუგართან დაკავშირებული საკითხები დეზინფორმაცია, გიორგაძემ უპასუხა, რომ არ იცის.
BBC-ის ჟურნალისტის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და რუსული დეზინფორმაციის უსაფუძვლობას.
საგამოძიებო ფილმი სრულად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე - https://www.bbc.com/news/av/world-46157507/russian-disinformation-and-the-georgian-lab-of-death