სადამ ჰუსეინს არასოდეს უთანამშრომლია "ალ-ქაიდასთან" და მის ლიდერს უსამა ბენ ლადენსა და მის გარემოცვას "ოპორტუნისტებად და ორპირებად" თვლიდა. ამას მოწმობს ვაშინგტონში დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"საუბარი მიდის დაკითხვების ჩანაწერებზე, რომლებიც 2004 წლის იანვრიდან - ივლისის ჩათვლითაა გაკეთებული ჰუსეინ ტარიკ აზიზის მთავრობაში, რომლებსაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები აწარმოებდნენ", _ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, თავად დიქტატორმა, სიკვდილის წინა დაკითხვებზე აღიარა, რომ იგი არასოდეს შეხვედრია მსოფლიოს #1 ტერორისტს უსამა ბენ ლადენს, რომელსაც ასევე მიიჩნევდა "ფანატიკოსად. ჰუსეინმა ასევე აღიარა, რომ ერაყის მთავრობას არასოდეს უთანამშრომლია "ალ-ქაიდასთან" აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, სადამ ჰუსეინმა ასევე აღიარა, რომ განზრახ შეიყვანა საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში დააჯერა რა იმაში, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს. ჰუსეინის თქმით, სიმართლეს იგი ვერ იტყოდა, იმის გამო, რომ მეზობელი ირანი, რომელიც იმ დროს მისი თავს მის მთავარ მტრად მიიჩნევდა ერაყს ამას სისუსტეში ჩაუთვლიდა.
როგორც ცნობილია ბაღდადის რეჟიმის დადანაშაულება იმაში, რომ მათ მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა ერაყში ომის დაწყების მიზეზად იქცა. თუმცა ეს იარაღი ერაყში ნაპოვნი ვერ იქნა. ასევე წარუმატებელი გამოდგა ბუშის ადმინისტრაციის მცდელობები დაეკავშირებინა ჰუსეინი 11 სექტემბრის ტერაქტებთან.